წესები და პირობები

ნებისმიერი დაინტერესებული ფიზიკური პირი, რომელსაც სურს ისარგებლოს ვებ-გვერდით: www.shenia.ge ("საიტი"), უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს.

ვებ-გვერდის გამოყენებამდე, გთხოვთ, გულდასმით გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ განაცხადეთ თანხმობა იმაზე, რომ ხელშეკრულების მოქმედება გავრცელდეს თქვენზე.

წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპს „შენია“ (შემდგომში – სააგენტო) და ნებისმიერი ფიზიკური პირი (შემდგომში - პირი), რომელიც გააკეთებს შეკვეთას ამ ვებ–გვერდის მეშვეობით.

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ–გვერდზე შესაბამისი ველების შევსების შედეგად, შესაძლებლობას აძლევს პირს შეუკვეთოს პერსონიფიცირებული წიგნები (შემდგომში "პროდუქტები").

მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

შეკვეთის განხორციელებამდე  პირი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ვებ–გვერდზე.

2.1 ვებ-გვერდზე რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს.

2.2 ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ შესაბამისად არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს შემდეგ ველებს: „სახელი“, „გვარი“, „პირადი ნომერი“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), ასევე „ელექტრონული ფოსტის მისამართი“,  „მობილური ტელეფონის ნომერი“ და  „პაროლი“.

2.3 აღნიშნულის შემდგომ მომხმარებელი გაიარე რეგისტრაციის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას.

მუხლი 3. შეკვეთები და მისი სპეციფიკაციები

3.1 რეგისტრაციის შემდგომ, იმისათვის, რომ განახორციელოთ შეკვეთა, საჭიროა მიყვეთ შეკვეთის ინსტრუქციას. შეკვეთა მიღებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც მიღებთ შეკვეთის დამატასტურებელ შეტყობინებას.

3.2 პროდუქციის მიწოდება მოხდება თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე, რომლის სისწორეზეც პასუხისმგებელი ხართ თქვენ.

3.3 სააგენტო უზრუნველყოფს მაქსიმალურ შესაბამისობაში იყოს  საიტზე განთავსებული პროდუქციის  ფერები დაბეჭდილ ვერსიასთან, თუმცა ვერ გაძლევთ გარანტიას, რომ  ზუსტად შეესატყვისება თქვენს მონიტორზე ან მობილურ ტელეფონში არსებულ ვარიანტს.

3.4 სააგენტო პასუხს  არ აგებს პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, რაც გამოყენებული იყო პერსონიფიცირებული პროდუქტის შექმნისას, პროდუქციის ჩაბარების შემდგომ დაზიანებაზე, ინტერნეტის გამოყენების თანდაყოლილი რისკის გამო,  ნებისმიერ ზიანზე ან ვირუსზე, რომელიც შეიძლება აინფიცირებს თქვენს კომპიუტერულ აღჭურვილობას ან სხვა ქონებას საიტის გამოყენებისას ან დათვალიერებისას.

3.5 ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.6 მომსახურების საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს და ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

3.7 შეკვეთის ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია ადრესატის ადგილმდებარეობაზე. თბილისის მასშტაბით გზავნილის ღირებულაა 5 ლარი, ხოლო თბილისის შემოგარენისა და რეგიონის მასშტაბით - 10 ლარი; შეძენილ ნივთებს მიიღებთ შეკვეთის გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში. ფასები შეიძლება შეიცვალოს სადღესასწაულო დღეებში საკურიერო მომსახურების გადატვირთვის გამო.

მუხლი 4. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი შეკვეთის გაუქმების უფლება

4.1. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს მომსახურების განხორციელებაზე;

 ბ) თუ მოწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება შეკვეთას სააგენტოს ბრალეული ქმედების შედეგად.

 4.2. ამ მუხლის 4.1 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო ხუთი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს დაინტერესებულ პირს მომსახურების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ და სრულად უბრუნებს გადახდილ მომსახურების საფასურს.

4.4. ამ მუხლის 4.1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადახდილი მომსახურების საფასურის სრულად დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განცხადება წარმოდგენილ უნდა იქნეს პროდუქციის მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

მუხლი 5. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

 5.1. სააგენტო უფლებამოსილია:

5.1.1. შეცვალოს ხელშეკრულების პირობები ნებისმიერ დროს. ამ ცვლილებას/ცვლილებებს ძალა ექნება მას შემდეგ, რაც ისინი განთავსდება ვებ-გვერდზე;

5.1.2. შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, პირის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ სააგენტოს;

5.1.3. შეაჩეროს ან შეწყვიტოს პირის რეგისტრაცია და ვებ-გვედზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ ის არასწორად მოქმედებს;

5.1.4. გააკონტროლოს ყველა მოქმედება პირის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;

5.2. სააგენტო ვალდებულია:

5.2.1. დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

5.3. პირი უფლებამოსილია:

5.3.1. გააკეთოს შეკვეთა  ვებ–გვერდზე;

5.3.2. განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

5.4. პირი ვალდებულია:

5.4.1. გადაიხადოს მომსახურების ღირებულება;

5.4.2. ვებ–გვერდზე განათავსოს სრულყოფილი ინფორმაცია შეკვეთილი პროდუქციის  მიწოდებისთვის;

5.4.3. არ შეიყვანოს შეცდომაში დაინტერესებული პირი მცდარი ან არასწორი ინფორმაციის გამოქვეყნების გზით;

5.4.9. არ გადასცეს ვებ–გვერდის პირადი ანგარიში სხვა მომხმარებელს;

5.5. სააგენტო იტოვებს უფლებას, პირის მიერ მნიშვნელოვანი დარღვევ(ებ)ის შემთხვევაში, გააუქმოს პირის მიერ განთავსებული ინფორმაცია და/ან პირის ანგარიში ვებ–გვერდზე.

მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა

6.1. პირი პასუხისმგებელია მის მიერ განთავსებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე.

6.3. სააგენტო არ აგებს პასუხს ვებ–გვერდის ფუნქციონირების დროებით შეწყვეტის ან შეფერხების გამო, თუმცა იღებს ყველანაირ ზომას ასეთი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

6.4. წინამდებარე ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის მხარეები პასუხს აგებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. კონფიდენციალურობა

7.1. პირი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

7.2. აკრძალულია ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება და ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

7.3. პირი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, პირმა ის უნდა შეცვალოს.

7.4  სააგენტო არ გასცემს პირის პირად ინფორმაციას მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 8. მოქმედი კანონმდებლობა

8.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

8.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

მუხლი 9. დამატებითი პირობები

სააგენტოს მხრიდან პირისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.